Sunday, December 22, 2013

კურსის რეფლექსია

2013 წლის 23 ნოემბრიდან  22 დეკემბრამბრის ჩათვლით გავიარეთ ინტელის კურსით პროექტებზე დაფუძნებული სწავლება ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით. პროექტმა ბევრი რამ მასწავლა, რასაც გამოვიყენებ მოსწავლეებთან პროექტებზე სწავლების პროცესში. თუ აქამდე პროექტს ვამზადებდით ჩვეულებრივი გზით, დღეის შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამ სწავლების ამ ეტაპზე.
       კურსის სწავლების მანძილზე შევქმენი ჩემი პორტფოლიო, შევავსე კურსის მანძილზე შესწავლილი მასალებით.
      დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებსა და ჩვენ ტრენერს ნათიას!

Saturday, December 21, 2013

რეფლექსიის მერვე დღეს

დღეს გავეცანით პროექტების ფასილიტაციას. განვიხილეთ ფასილიტაციის მაგალითებს, შევისწავლეთ წყვილების შექმნა, ჯგუფების შექმნა. ბევრი საჭირო და საინტერესო მასალა შევისწავლე დღეს . დიდი მადლობა ნათია!

Sunday, December 15, 2013

რეფლექსიის მე-7 დღე

გავეცანით და შევადგინეთ შეფასების რუბრიკები, გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მიდგომები. ყოჩაღ ნათია!,ყოველი დღე არის საინტერესო, სიაახლეებით დატვირთული და ამოუწურავი.ყველაფრისათვის დიდი მადლობა.

Saturday, December 14, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

  

წარმოვადგნეთ საკუთარი პროექტები, სლაიდები. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი აზრი. ვისწავლეთ ხმებს მოძიება ,შენახვა, სლაიდებზე დადება. მადლობა

Sunday, December 8, 2013

მე-5 დღის რეფლექსია


დღეს მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია, ინტერნეტიდან ჩამოვტვირთეთ მასალები და შევქმენით ბიბლიოგრაფია. ვისწავლეთ პრეზენტაციის განთავსება ბლოგზე.დიდი მადლობა ნათია ასეთი შრომატევადი, მაღალხარისხიანი და საინტერესო დღისათვის!

Saturday, December 7, 2013

რეფლექსიის მე-4 დღე

კიდევ უფრო საინტერესო და დატვირთული იყო მეოთხე დღე. გავეცანით დროში გაწელილი პროექტების შეფასების სქემას. რუბრიკებს.გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლეთ ფაილის მიმაგრება. დიდი მადლობა ნათიას.